aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: იკრძალება თუ არა ქართულ კომპანიებში Facebook-ით სარგებლობა? Georgian News  Georgian News 
კრძალავენ თუ არა ქართული კომპანიები თავიანთ ოფისებში სოციალური ქსელებითა და „სკაიპით“ სარგებლობას, და რამდენად უყენებს ზარალს მათი ბიზნესისთვის ამ ქსელების გამოყენებაზე ნების დართვა? ამის დადგენის მიზნით commersant.ge-მა რამდენიმე კომპანიას მიმართა.



როგორც გაირკვა, „სილქნეტში“ მხოლოდ რამდენიმე დეპარტამენტის თანამშრომლებს შეუძლიათ სოციალური ქსელის გამოყენება. ეს მარკეტინგული და PR-სამსახურებია. „სხვა თანამშრომლებს არა მხოლოდ სოციალური ქსელითა და სკაიპით, არამედ სხვა ვებ-საიტებით სარგებლობა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდებოდა კომპანიის წესიერი და ნაყოფიერი მუშაობა. კომპანიაში შიდა კომუნიკატორი მუშაობს, ის სკაიპის ტიპისაა და თანამშრომლებს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება მარკეტინგისა და PR-სამსახურებს, სოციალური ქსელებით სარგებლობა მათ უშუალო მოვალეობაშიც კი შედის. სოციალურ ქსელებში გახსნილია ჩვენი „ფეიჯები“. ამ სამსახურების უშუალო მოვალეობაა სოციალურ ქსელებში სიახლეების განთავსება და იქიდან აუცილებელი ინფორმაციის მიღება“, - ამბობს „სილქნეტის“ PR-მენეჯერი თეონა წერეთელი.


კომპანია „თელასშიც“ იგივე პასუხი გასცეს. აქ სოციალური ქსელით სარგებლობა მხოლოდ PR-სამსახურს შეუძლია. რაც შეეხება მასმედიას, მაგალითად საგამომცემლო სახლი „პალიტრა“ რამდენიმე გამომცემლობას სოციალური ქსელით სარგებლობას უკრძალავს. ამასთან, „რეზონანსში“ ასეთი აკრძალვა არ არსებობს. თუმცა, როგორც გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე ამბობს, სოციალური ქსელებით სარგებლობა მუშაობაში შემშლელი ფაქტორია.


„საერთოდ სოციალური ქსელი ადამიანს სამუშაო რითმს ურღვევს, ამიტომ მე მომხრე ვარ იმისა, რომ სოციალური ქსელის გამოყენება სამუშაო საათებში მაქსიმალურად იყოს შეზღუდული. იმის თქმა, რომ ჟურნალისტები სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციას იღებენ, გადაჭარბებად მიმაჩნია. სოციალური ქსელის საშუალებით მხოლოდ ეპიზოდური კომენტარის მიღება შეიძლება, თუმცა თუ საუბარია სერიოზული ინფორმაციის მოპოვებაზე, საჭიროა უშუალოდ რესპონდენტთან მისვლა, მასთან გასაუბრება, დოკუმენტების მოპოვება. ტელეფონით, სკაიპითა და სოციალური ქსელით ღირებულ ინფორმაციას არავინ მოგცემთ. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში კი ჩვეულებრივი ინფორმაცია არავის სჭირდება“, - ამბობს ზვიად შვანგირაძე.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3038.html
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 11:17 | News »
 

"ეკონომიკა: იკრძალება თუ არა ქართულ კომპანიებში Facebook-ით სარგებლობა?" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian