საზოგადოება: გიგი წერეთელი: პარლამენტი მარიხუანას ლეგალიზაციას არ აპირებს | Georgian News | ||
საქართველოს პარლამენტში ინფორმაციას მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ უარყოფენ, იუწყება «GHN». როგორც გიგი წერეთელმა სააგენტო "GHN-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პარლამენტში ამ თემის განხილვა არ მიმდინარეობს, და "ასეთი გეგმა არ არსებობს". "სერიოზული დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ეფექტურად იქნება აგებული რეალურობაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე"-განაცხადა ვიცე-სპიკერმა სააგენტოსთან საუბრისას. მან აღნიშნა,რომ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ სისტემურ დონეზე მიმდინარეობს საუბარი. "ამას ითვალისწინებს კონსულტაციები, რეაბილიტაციასთან, მკურნალობის საშუალებებისა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ, მაგრა იგი არ ითვალისწინებს არანაირ ნაბიჯს ლეგალიზაციის მიმართულებით. მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, არამედ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე. ამჯერად ჩვენ ამასთან დაკავშირებით დისკუსიას ვაწარმოებთ."-განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურისტულ ზონებში მარიხუანა ლეგალიზებული იქნება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3035.html
| |||
Posted by consul | 02 Aug 2011, 20:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.