მეცნიერება-ტექნოლოგიები: პლასტიკური ბარათები სისხლის ანალიზს ექიმების მაგივრად გააკეთებენ | World News | ||
როგორც ჟურნალი Nature Medicine იტყობინება, ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი ახალი მოწყობილობის საშუალებით, რომლის ზომები არ აღემატება საკრედიტო ბარათს. მოწყობილობა სახელად mChip სისხლის ანალიზს ატარებს და თითქმის 100%-იანი ალბათობით ადგენს ადამიანში რაიმე ინფექციური დაავადებების არსებობას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პლასტიკურ ბარათს აღმოჩენის 10 ზონა აქვს და ერთდროულად რამდენიმე ინფექციის გამოვლენა ძალუძს. მეცნიერთა თქმით, mChip-ის საშუალებიათ ადამიანებს არ მოუწევთ კლინიკებში მისვლა, ასევე ანალიზთა შედეგების ლოდინი, რომელიც, სულ ცოტა, 1-2 დღეს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის თვითღირებულება მხოლოდ 1 დოლარია და ეს ამჟამად გამოყენებად ლაბორატორიულ ტესტებზე ბევრად უფრო იაფია. ამჟამად mChip-მა უკვე გაიარა გამოცდები კიგალში (რუანდა). შიდსის შემთხვევაში დიაგნოსტიკის სიზუსტემ 95%, ხოლო სიფილისის შემთხვევაში - 76% შეადგინა. მომავალში მეცნიერები ასევე აპირებენ mChipსხვა, კერძოდ, სქესობრივი გზით გადამდები და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენენონ. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3029.html
| |||
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.