ეკონომიკა: თბილისის ტელეანძა 110 000 ლარად გაიყიდა | Georgian News | ||
თბილისის ტელერადიოსაკომუნიკაციო ანძა 110 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-საიტზეა განთავსებული. ელექტრონულ აუქციონში კომპანია „ალფაკომის“ (ტელეანძა) მართვის უფლებისთვის ოთხი წლის ვადით ერთი ინვესტორი მონაწილეობდა. მას ჯერ არ ასახელებენ. ინვესტორმა 10 000 ლარის ოდენობის პირველადი შენატანი გადაიხადა. ანძის შესყიდვის ფასად მან 120 000 ლარი დაასახელა. ტელეანძის მართვაში სახელმწიფო წილის 100 პროცენტი ოთხი წლით კერძო ხელში გადადის. ობიექტის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარს, ხოლო კრედიტორული - 2 917 158.59 ლარს შეადგენს. აუქციონის პირობებით, ახალი მფლობელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტელეანძის პროფილი ოთხი წლის განმავლობაში და დააბანდოს მასში 12 000 000 დოლარის ოდენობის ინვესტიციები. ინფორმაციას ინვესტორის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავის საიტზე მოგვიანებით განათავსებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3028.html
| |||
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.