გარემო: ევროპის უმსხვილესი მოქმედი ვულკანი გააქტიურდა | World News | ||
სიცილიური ვულკანი ეტნა კვლავ აქტივიზირდა კვირას ღამით. ევროპის ამ უმსხვილესი მოქმედი ვულკანის კრატერიდან ისევ ამოდის 200-250 მეტრის სიმაღლის ცეცხლის ენები, ისმის მიწისქვეშა გუგუნი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლებები იტყობინებიან, წყდება საკითხი კატანიის აეროპორტის დახურვის შესახებ. მსხვერპლები და ნგრევები არაა. როგორც გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (გვი) ექსპერტები აღნიშნავენ, ეს მიმდინარე წლის დასაწყისიდან ერთი და იმავე კრატერიდან ეტნას აქტიურობის უკვე მეშვიდე ამოფრქვევაა. წინა შემთხვევები დარეგისტრირდა 12-13 იანვარს, 18 თებერვალს, 10 აპრილს, 12 მაისს, 9 და 19 ივლისს. ინტერვალის შემცირება სეისმური სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე მეტყველებს, ვარაუდობენ გვი-ს სპეციალისტები. სხვადასხვა მონაცემებით, ეტნას დაახლოებით 400 გვერდითი კრატერი აქვს. ვულკანის დასახელება ფინიკიური წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც „ცეცხლის მთა“. ამ დღეებში სიცილიის ჩრდილოეთ ნაპირებზე ეოლიის არქიპელაგის კუნძულებზე უნიკალური IVსაერთაშორისო ფესტივალი „ცეცხლის თეატრი“ ტარდება. ქორეოგრაფიული სპექტაკლები, ბალაგნური შოუები, ილუზიონისტთა შეჯიბრები ენაცვლება ექსკურსიებს იტალიის სამხრეთის სამ „ცეცხლის მფექვეველ“ კუნძულებზე - სტრომბოლზე, ვულკანოზე და, საკუთრივ, სიცილიაზე. დღესასწაულის ფონს ვულკან ეტნას ცეცხლის ენები ასრულებს. იტალიური მასმედია ტუროპერატორებზე მინიშნებით იტყობინება, რომ ეტნას ამოფრქვევა ტურისტულ პროგრამებში არსებით ცვლილებებს არ შეიტანს. ტურიზმის ორგანიზატირთა აზრით, სწორედ ამოფრქვევების წყალობით ვულკანი ეტნა სიცილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ამოფრქვევის პერიოდში რეისები, როგორც წესი, კატანიის აეროპორტიდან პალერმოს აეროპორტში გადააქვთ, გადმოსცემს ИТАР-ТАСС. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3022.html
| |||
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.