ეკონომიკა: წელს სტალინის მუზეუმს საქართველოში 10 ათასი ტურისტი ესტუმრა | Georgian News | ||
შიდა ქართლის ტურისტულ ჩამონათვალში სამი ობიექტი შედის: უფლისციხე, ათენის სიონი და სტალინის სახლ-მუზეუმი. როგორც გორში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ბერიანიძე აცხადებს, შიდა ქართლში ტურისტების უმრავლესობას ბუნება, ციხესიმაგრეები და სახლ-მუზეუმები იზიდავს. განსაკუთრებით მაღალია ინტერესი სტალინის მუზეუმის მიმართ. სახლ-მუზეუმის დირექტორის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, რეგიონში ყველაზე მეტი ვიზიტიორი სწორედ სტალინის მუზეუმს ჰყავს. „ჩვენ 24 საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოსთან გვაქვს გაფორმებული შეთანხმება. ჩვენი სტუმრები 130 ქვეყანას წარმოადგენენ. მხოლოდ წელს მუზეუმს 10 ათასი ტურისტი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2 000-ით აჭარბებს“, - აღნიშნა მან. მნახველთა 80 პროცენტი უცხოელებია. ტურისტების რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზე ისრაელია. მას მისდევენ აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი. ტურისტები ასევე იყვნენ რუანდადან და ჩადიდან. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3021.html
| |||
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.