საზოგადოება: ყოველწლიურად მსოფლიოში 375 ტონაზე მეტი ჰეროინი მოიხმარება | World News | ||
მსოფლიოში 16.5 მილიონი ადამიანი ოპიატისადმი დამოკიდებულებას განიცდის. ნარკოტიკების საერთაშორისო ბაზრის დიდ ნაწილს ჰეროინი იკავებს. 12-13 მილიონი ადამიანი წელიწადში 375 ტონა ჰეროინს მოიხმარს. ამის შესახებ შეტყობინებულია გაეროს სამმართველოს ნარკოტიკებისა და დანაშაულებრიობის ახალ მოხსენებაში. მსოფლიოში ავღანური ჰეროინის გასაღების უმსხვილესი ბაზარი კვლავ ევროპაა. მასზე 150 ტონა ჰეროინი მოდის. 120 ტონა მიემართება აზიის ქვეყნებში და 45 ტონა - აფრიკაში. როგორც გაეროს მოხსენებაში შეტყობინებულია, იმ ხუთი ქვეყნის სიაში, სადაც 2009 წელს ყველაზე მეტს მოიხმარდნენ ჰეროინს, შედიან რუსეთი, ჩინეთი, აშშ, პაკისტანი და დიდი ბრიტანეთი. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ 2009 წელს ნარკოტიკების გამსაღებლებმა ავღანურ ჰეროინზე თითქმის 61 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს ოპიატებით ვაჭრობის გლობალური მოცულობიდან, რომელიც 68 მილიარდად ფასდება. ამასთან, თალიბებმა „ჯიბეში ჩაიდეს“ 155 მილიონი, ავღანელმა ფერმერებმა - 440 მილიონი, ხოლო მათ, ვისაც ნარკოტიკი გადაჰქონდა - 2.2 მილიარდი დოლარი. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3018.html
| |||
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 10:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.