საზოგადოება: საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყანაა უსაფრთხოების ქამრების გამოყენების მიხედვით | Georgian News | ||
უსაფრთხოების ქამრების გამოყენების მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნების პირველ სამეულში შედის, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას იცავენ. ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ასოციაცია „დაცული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა დავიდ მესხიშვილმა თქვა. მისი თქმით, აღნიშნულ სიაში პირველ ადგილზეა ავსტრალია, მეორეზე - საქართველო, ხოლო მესამეზე - დანია. „ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ რამდენად შეიცვალა საგზაო შემთხვევების სტატისტიკა მას მერე, რაც მოქმედება დაიწყო უფრო მკაცრმა სანქციებმა მთვრალი მძღოლების მიმართ და აუცილებელი გახდა უსაფრთხოების ქამრების გამოყენება. 2009 წელს 1 633 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 25 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება დაშავებულებს, 2009 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად 2 447 ადამიანი დაშავდა, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემებით დაშავებულთა რიცხვი 28 პროცენტით შემცირდა. დაღუპულთა რიცხვი კი, წინა წლებთან შედარებით, 34 პროცენტით შემცირდა“, - თქვა მესხიშვილმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3014.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jul 2011, 18:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.