მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბილ გეითსმა Microsoft-ის ხუთი მილიონი აქცია გაყიდა | World News | ||
კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა კომპანიის ხუთი მილიონი აქცია გაყიდა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. თუმცა, გაყიდული აქციები კომპანიაში გეითსის მთელი წილიდან ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. აქციები ჯერ კიდევ ოთხშაბათს, 27 ივლისს გაიყიდა. იმ დღისთვის Microsoft-ის აქციების კოტირებების მიხედვით (დაახლოებით 28 დოლარი ერთი აქციისთვის), ამგვარი პაკეტის გაყიდვისთვის გეითსმა დაახლოებით 138 მილიონი დოლარი მიიღო. აქციების გაყიდვის მიზეზები შეტყობინებული არაა. გეითსი კვლავინდებურად ფლობს 551 მილიონ აქციას, რაც მას კომპანიის უმსხვილეს კერძო აქციონერად ხდის. ბილ გეითსი Microsoft-ის მმართველობიდან 2008 წლის ივნისში წავიდა, როდესაც მან კომპანიის გენდირექტორის თანამდებობა დატოვა. იგი კვლავ სათავეში უდგას კომპანიის დირექტორთა საბჭოს, თუმცა აღმასრულებელი უფლებამოსილებებს არ ფლობს. Microsoft-ის გენდირექტორის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გეითსმა მეუღლესთან ერთად ყურადღება გადაიტანა საქველმოქმედო ფონდ Bill & Melinda Gates Foundation-ზე, რომელიც უპირატესად გეითსის პირადი დანაზოგების ხარჯზე ფინანსდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3012.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jul 2011, 18:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.