საზოგადოება: ირანი ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილით დასჯების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა | World News | ||
ევროკავშირის დიპლომატიის უფროსმა კეტრინ ეშტონმა ხუთშაბათს, 28 ივლისს, ღრმა შეფიქრიანება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ირანი სასიკვდილო განაჩენების შესრულების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა. „ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, ისევე როგორც სხვა ყველა სახელმწიფოს, რომლებიც სიკვდილით დასჯის შენარჩუნებას მოითხოვენ, შეწყვიტონ სასიკვდილო განაჩენების შესრულებაში მოყვანა და სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი შემოიღონ“, - ნათქვამია РИА Новости-ში შემოსულ ეშტონის განცხადებაში. აპრილში ევროკავშირმა ირანული ხელმძღვანელობის 32 წარმომადგენლის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში მათ თანამონაწილეობასთან დაკავშირებით სანქციები შემოიღო. სანქციები ირანელი მოხელეების ფინანსური აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ქვეყნებში მათი შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. კერძოდ, ევროკავშირი კიცხავს სიკვდილით დასჯებს, რეპრესიებს ირანელი მოქალაქეების, სამართალდამცავების, იურისტების, ჟურნალისტების, ბლოგერების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ. სააგენტო ფრანს პრესის მონაცემებით, 2011 წლის დასაწყისიდან ირანში თავის ჩამოხრჩობის გზით სიკვდილი მიესაჯა 171 ადამიანს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3009.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jul 2011, 17:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.