aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველოს შსს: მედვედევის ნაბიჯები ადასტურებს მოსკოვის სურვილის უქონლობას, კონსტრუქტიული დიალოგი აწარმოოს საქართველოსთან Georgian News  Georgian News 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მიერ სახელმწიფო დუმაში სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. სსს აცხადებს, რომ „ყველა ურთიერთობა, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად შედის, ეწინააღდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ისე თავად რუსეთის მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს“.



„აუცილებელია აღინიშნოს, რომ არც აღნიშნულ, არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილ რაიმე სხვა ე. წ.“ საერთაშორისო შეთანხმებას“ იურიდიული ძალა არა აქვს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ურთიერთობებში, ვინაიდან აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს“, - ნათქვამია სსს-ს განცხადებაში.


ამასთან, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ „ქართული მხარის მზადყოფნის ფონზე, დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების გადაჭრა და ამისათვის კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს, რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება კონსტრუქტიულ რეჟიმში“.


„საჭიროა აღნიშნოს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს დანერგოს მის მიერვე შექმნილი „ახალი რეალობა“, თუმცა არც საქართველო და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ლეგიტიმიზირებენ და არ დაუშვებენ ამ „რეალობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


საჭიროა აღინიშნოს, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება საბაჟო ურთიერთობების შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ-რუსულ მოლაპარაკებით პროცესს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის თაობაზე. მოცემული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ამ მოლაპარაკებებში რაიმე რეალური შეთანხმებების მიღწევა არ სურს და იყენებს მათ როგორც გამართლებას საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლის მცდელობისთვის თბილისის გვერდის ავლით. სოხუმთან აღნიშნული შეთანხმება, ფაქტობრივად, შლის მოლაპარაკებათა პროცესს, რომელშიც თბილისის ერთადერთი მოთხოვნაა საბაჟო კონტროლის დაწესება ქართულ-რუსულ საზღვარზე ფსოუსა და როკის გვირაბის ადგილებში.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3008.html
Posted by Drakula | 30 Jul 2011, 17:28 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველოს შსს: მედვედევის ნაბიჯები ადასტურებს მოსკოვის სურვილის უქონლობას, კონსტრუქტიული დიალოგი აწარმოოს საქართველოსთან" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 February 2025
  • English Georgian