მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის მეცნიერებმა ხელოვნური ფილტვი შეიმუშავეს | World News | ||
ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს ხელოვნური ფილტვის შექმნა, რომელსაც მუშაობის უნარი აქვს ისე, რომ გადაამუშაოს ჩვეულებრივი ჰაერი და არა ჟანგბადი, როგორც ანალოგიური მოწყობილობების სხვა მოდელები. გამოკვლევის ავტორები თავიანთ მოწყობილობას ადამიანების ფილტვის სტრუქტურაზე დაფუძნებით ქმნიდნენ. იგი მთლიანად აკოპირებს ადამიანის სასუნთქ ორგანოს და შედგება სხვადასხვა დიამეტრის სილიკონის სისხლძარღვების მასისაგან, რომლებიც ერთი მეორეში გადადის და მრავალმხრივი განშტობებეი აქვთ, რაც თავად ფილტვების ძარღვების მსგავსია. მათგან უწვრილესი სისქით ადამიანის თმის ერთ მეოთხედს არ აღემატება. ხელოვნური ორგანოს ზომა ბუნებრივს ემთხვევა და 3-5-ჯერ უკეთეს აირცვლას უზრუნველყოფს, ვიდრე სხვა ხელოვნური სასუნთქი ორგანოები. ამას გარდა, თავისი ზომის ხარჯზე, რომელიც ბუნებრივს ემთხვევა, არსებობს ადამიანში მისი იმპლანტირებისა და ამუშავების შესაძლებლობა გულის მიერ სისხლის გადაქაჩვის ხარჯზე, ანუ საჭირო არ იქნება დამატებითი ძრავების თან ტარება და დატენვა, გადმოსცემს РБК. ამჟამად ერთადერთი პრობლემაა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ძარღვების შეკვრასთან ბრძოლა, თუმცა მეცნიერები ამ ამოცანის გადაჭრასა და ათი წლის შემდეგ ტრანსპლატაციისათვის მზა ხელოვნური ფილტვის შექმნას გვპირდებიან. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2984.html
| |||
Posted by Drakula | 28 Jul 2011, 17:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.