aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ილია II: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ერებს შორის მეგობრობა აღდგეს Georgian News  Georgian News 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრული რუსეთის პატრიარქთან კირილესთან ერთობლივი წირვა-ლოცვის შემდეგ, რომელიც რუსეთის ნათლობის ზეიმისთვის ჩატარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას დაუშვებელი უწოდა, იუწყება “GHN“.



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს კირილეს მოუწოდა დახმარებისკენ ორი ქვეყნის მეგობრობის აღდგენის საკითხში.


„ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა, სრულიად დაუშვებელი ურთიერთობაა. იმიტომ რომ ჩვენ ძმური მართმადიდებელი ერები ვართ და ეს ურთიერთობა ჩვენი მტრების შურით შეიქმნა. ჩვენ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობა და ძმობა აღდგეს“, - თქვა პატრიარქმა, გადმოსცემს РИА Новости.


მან განაცხადა, რომ პატრიარქ კირილეს სიბრძნის იმედი აქვს.


„მე დიდი ხანია, მრავალი წელია, გიცნობთ. თქვენ რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში უნდა შეხვიდეთ როგორც მშვიდობისმყოფელი, როგორც ადამიანი, რომელმაც ორ ერს შორის მშვიდობა შექმნა“, - მიაჩნია ილია II-ს.


მისი თქმით, წმინდა კიევი-პეჩერის ლავრაში იგი ლოცულობდა იმაზე, „რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მეფობდეს როგორც რუსეთში, ისე საქართველოში“.


ილია II-მ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით ეს ქართული პატრიარქის პირველი ვიზიტია კიევში. მან პატრიარქ კირილესა და კიევისა და სრული უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმირს დაპატიჟებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.


„მადლობას ვიხდი (მიღების) სითბოსთვის და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში კეთილი ძვრების იმედი მაქვს“, - თქვა მან.


„ერებსა და ერთმორწმუნე ქვეყნებს შორის მშვიდობას აღვადგენთ“, - თავის მხრივ თქვა პატრიარქმა კირილემ.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2981.html
Posted by Drakula | 28 Jul 2011, 11:28 | News »
 

"პოლიტიკა: ილია II: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ერებს შორის მეგობრობა აღდგეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 April 2025
  • English Georgian