საზოგადოება: ნორვეგიაში დაკარგული ქართველის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს | ![]() | Georgian News | |
![]() „ეს ყოველი ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედიაა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს“, - განაცხადა მან. მისი თქმით, გოგონას ზურგზე ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს. კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგიული მხარე ქართული გოგონას ცხედრის სამშობლოში სწრაფი ჩამოყვანისათვის ყველაფერ გააკეთებს. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ფორმალობები, რომელთა გავლაა საჭირო, მაგრამ, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის სამშობლოში ჩამოყვანისათვის ყველა მოქმედებას განნახორციელებს“, - აღნიშნა მან. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაღუპულის ოჯახი ნორვეგიის ხელისუფლებებისაგან კომპენსაციას მიიღებს და ცხედრის ჩამოყვანა ასევე ნორვეგიის ხარჯზე განხორციელდება. საჭიროა აღინიშნოს, რომ თამთა ლიპარტელიანის მშობლები გუშინ ოსლოში ჩაფრინდნენ. მათ გადაწყვიტეს, თავად ჩართულიყვნენ შვილის ძებნის პროცესში, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ახალგაზრდულ ბანაკში ტერაქტის შემდეგ. იგი ამოცნობილ იქნა წარმოდგენილი თითების ანაბეჭდების საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ უტეიოში ახალგაზრდულ ბანაკზე 32 წლის ტერორისტის ანდერს ბრეივიკის მიერ თავდასხმის დროს იქ საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ნათია ჩხეტიანი ცოცხალი დარჩა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2978.html
| |||
Posted by Drakula | 28 Jul 2011, 10:46 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.