მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა გამოიკვლიეს | World News | ||
ვაკუუმში სინათლეზე უფრო სწრაფად მოძრაობა არაფერს შეუძლია - აინშტაინის ეს თეორია ექსპერიმენტულად დაადასტურა ჰონკონგელ ფიზიკოსთა ჯგუფმა. მათ დაამტკიცეს, რომ ცალკე აღებული ფოტონის (სინათლის ელემენტარული კვანტის) სიჩქარეც კი არ შეიძლება იყოს ზესინათლის. ამგვარად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის (პროფესორ დუ შენვანონით ხელმძღვანელობით) აღმოჩენა საბოლოოდ სვავს წერტილს დისკუსიებში ზესინათლის სიჩქარეების წყალობით დროში მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ. „უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაამტკიცა აინშტაინის თეორია იმაზე, რომ სინათლეზე სწრაფად არაფერს შეუძლია მოძრაობა, და ხურავს ათწლიან დებატებს ერთეულოვანი ფოტონის სიჩქარის შესახებ“, - ნათქვამია უნივერსიტეტის შეტყობინებაში. „ჩვენი დასკვნები საშუალებას მისცემს მეცნიერებს, კვანტური ინფორმაციის გადაცემის უფრო დეტალური სურათი წარმოადგინონ“, - აღნიშნა პროფესორმა დუ შენვანმა. დროში გადაადგილებების შესაძლებლობის შესახებ 10 წლის წინ დაიწყეს საუბარი, როდესაც მეცნიერებმა გარკვეულ გარემოში ოპტიკური სიგნალების ზესინათლის ჯგუფობრივი სიჩქარე აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ვიზუალური ეფექტებით იყო განპირობებული. თუმცა მკვლევარები მაინც უშვებდნენ შესაძლებლობას იმისა, რომ ერთეულოვან ფოტონს სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად შეუძლია მოძრაობა და არ ტოვებდნენ ამის დამტკიცების მცდელობებს. ჰონკონგელ მეცნიერთა აღმოჩენა გამოქვეყნებულია პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში „ფიზიკალ რევიუ ლეთერსი“. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2973.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.