კულტურა: საქართველოში აღმოჩენილია ქალის სამარხი, რომელიც ძვ. წთ. VII საუკუნით თარიღდება | Georgian News | ||
გუშინ, 26 ივლისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მარნეულის რაიონის აზერბაიჯანელთა მიერ დასახლებულ სოფელ ილმაზლოში პრევენტიული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ნივთების პრეზენტაცია გაიმართა. 2011 წლის ივლისიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 500 კილოვატის სიმძლავრის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. ხაზის პროექტირების სამუშაოების მსვლელობაში მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოს მახლობლად, #53 ანძის განთავსების ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ პრევენტიული სამუშაოების დროს შეისწავლა დიდგვაროვანი ქალბატონის აღმოჩენილი სამარხი, რომელიც ძვ. წთ. VII საუკუნით თარიღდება. სამარხში აღმოაჩინეს ოქროს მორთულობები: ბეჭდები და საყურეები, ასევე თიხის ჭურჭელი და ცხოველთა ნეშტი. აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ეპოქაში (ადრეული რკინის ხანა) უკიდურესად იშვიათია ნაკეთობები ძვირფასი ლითონისაგან. აღმოჩენილი ნივთები ოსტატობის მაღალი დონით გამოირჩევა, საყურეების ანალოგი არ არსებობს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2968.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.