პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილის დეპუტატების რაოდენობის გაზრდის იდეა არ მოსწონს | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტს დეპუტატების რაოდენობის გაზრდის იდეა არ მოსწონს. ოპოზიციის მოთხოვნით დავთანხმდით იმას, რაც მე პირადად ძალიან არ მომწონს"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ბროისლავ კომაროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელთის პრეზიდენტთან ბროისლავ კომაროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ დეპუტატების რაოდენების გაზრდა ოპოზიციის მოთხოვნა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადახვევა იყო ის, რომ რამოდენიმე კვირის წინ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მიღწეული იქნა შეთანხმება საარჩევნო კოდექსის რეფორმაციის თაობაზე. "ოპოზიციის მოთხოვნის გამო , ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც მე პირად არ მომწონს, ეს საკითხი დეპუატატების რაოდენობის გაზრდას ეხება. მე ეს ფაქტი არ მომწონს, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩემი მეგობრისა და კოლეგის პარტია პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით მოხდა... ამიტომაც, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან ოპოზიიციისადმი დათმობას წარმოადგენს, რადგანაც ჩვენ გვსურდა ასეთი საარჩევნო სისტემა, რათა არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმური იყოს და საქართველოს საზოგადოების ინტერესთა სპექტრს აკმაყოფილებდეს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2967.html
| |||
Posted by consul | 27 Jul 2011, 21:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.