პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: ქართული რეფორმები მნიშვნელოვანი ბრენდია რეგიონის ქვეყნებისთვის | Georgian News | ||
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი ბრენდია რეგიონის ქვეყნებისთვის, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება „GHN“. „საქართველოს განვითარების უკიდურესად საინტერესო ეტაპზეა. მიუხედავად მეზობელი ქვეყნის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არსებით განვითარებას მივაღწიეთ. პროგრესის თვალსაზრისით ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას აწარმოებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო #1 რეფორმატორი ქვეყანაა. ევროკავშირის გამოკვლევის თანახმად, ჩვენ ევროპის შემდეგ უსაფრთხოების მიხედვით მეორე ქვეყანა ვართ. ბუნებრივია, რომ ქართული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდია ამ რეგიონის ქვეყნებისთვის“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იგი დიდი აღტაცებით ადევნებს თვალს პოლონეთის განვითარებას. „მინდა ვთქვა, რომ პოლონეთმა სხვა ევროპულ ქვეყნებზე უკეთ შეძლო მსოფლიო კრიზისის ატანა და ეს პოლონეთის ხელისუფლებების მიერ განხორციელებული რეფორმების პირველი შედეგი იყო. ჩვენ კი ამ რეფორმებს დიდი ყურადღებით შევისწავლით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება იმ ნაბიჯებით საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც პოლონეთმა ბოლო წლებსა და თვეებში გააკეთა, რაც პირადად პოლონეთის პრეზიდენტის ძალისხმევათა დამსახურებაა პოლონეთის პოზიციების განმტკიცებასა და ამაღლებაში. ძლიერი პოლონეთი - ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი წევრი - გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვთ“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2965.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.