პოლიტიკა: პოლონეთი მზადაა დახმარების გასაწევად იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი დაიკავოს | Georgian News | ||
პოლონეთი მზადაა დახმარების გასაწევად იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი დაიკავოს და ეს ადგილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსია, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, პოლონეთი დახმარება საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. „სწორედ ამაში იქნება პოლონეთის წვლილი რეგიონალურ პოლიტიკაში“, - აღნიშნა ბრონისლავ კომოროვსკიმ. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთს დიდი როლის შესრულება შეუძლია, ვინაიდან „ისე, როგორც მას, არავის ესმის საქართველოსი“. „პოლონელებმა ყველაზე კარგად იციან, რა არის მასიური დეპორტაცია, საქართველოში კი მასიური წესით და ძალიან ორგანიზებულად მოსახლეობის 10 პროცენტია დეპორტირებული, მათ შორის სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. პოლონელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რეფორმების გატარება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2964.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.