პოლიტიკა: ილია II: შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან კეთილი დასაწყისია პრობლემების გადასაჭრელად | Georgian News | ||
პოლიტიკური მოღვაწენი მოდიან და მიდიან, ერები და ეკლესიები კი რჩებიან და სასულიერო ლიდერებს შორის შეხვედრები კეთილი დასაწყისია პრობლემების გადაჭრისთვის გზების ძიების თვალსაზრისით, თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პატრიარქთან კირილესთან შეხვედრაზე, იუწყება “GHN“. ილია II-მ გამოთქვა რწმენა იმისა, რომ „ხშირი კონტაქტები უნაყოფო არ იქნება“. „მართლაც, პოლიტიკური მოღვაწენი მოდიან და მიდიან, ჩვენი ერები და ეკლესიები კი რჩებიან. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და ყველაფერი ვაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს ძმური, მეგობრული“, - თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, გადმოსცემს РИА Новости. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ქართული მართმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისათვის, ასევე კიევში - „წმინდა ქალაქში“ დაპატიჟებისთვის, რომელსაც იგი პირველად სტუმრობს. „ვფიქრობ, მომავალში კიდევ შევხვდებით. ეს კეთილი დასაწყისია და, ვფიქრობ, გაგრძელება იქნება ძალიან კეთილი და ჩვენ ურთიერთგაგების არსში პრობლემების დაძლევის გზებს ვიპოვით“, - დაასკვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. რუსეთის ნათლობის დღის წინა დღეს, ოთხშაბათს, კიევში ვლადიმირის მთაზე ეკლესიების მეთაურები - მოსკოვისა და სრული რუსეთის პატრიარქი კირილე, საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და კიევისა და სრული უკრაინის მიტოპოლიტი ვლადიმირი - საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან. ამას გარდა, ამავე დღეს კიევში რუსული მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება (ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამეჯერ უკრაინის დედაქალაქში). Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2963.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.