ეკონომიკა: აჭარის ბიუჯეტის შემოსავლების 96% გადასახადებზე მოდის | Business & Economics | ||
აჭარის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის შედეგების მოყვანით დაიწყო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელი სხდომა. მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის თქმით, ორი კვარტლის განმავლობაში ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. მისი თქმით, ბიუჯეტის შემოსულობებმა, 46.4 მილიონის ნაცვლად, 58.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლების მაჩვენებლებმა, დაგეგმილი 39.2 მილიონის ნაცვლად, 52.7 მილიონი ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების 96 პროცენტი გადასახადებზე მოდის. ასევე განხილულ იქნა 2012-2015 წლების პრიორიტეტები: ტურიზმის განვითარება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა, აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგის შექმნა, საშუალო, ზოგადი განათლების ხელშწყობა, ფერმერთათვის საკონსულტაციო სერვისის შექმნა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2961.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.