ეკონომიკა: საქართველოში უძრავი ქონებისადმი უცხოელთა ინტერესი იზრდება | Business & Economics | ||
ბოლო პერიოდში უცხოელთა მხრიდან თბილისში უძრავი ქონების მიმართ დაინტერესებულობა გაიზარდა. განსაკუთრებულ აქტიურობას ავლენენ უკრაინის, ირანისა და ისრაელის მოქალაქეები, აცხადებს უძრავი ქონების სააგენტო „ბონუსის“ დირექტორი ილია ინაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში, კერძოდ კი დედაქალაქში, მნიშვნელოვნად აქტივიზირდა უცხოური ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელი. „ირანის მოქალაქეთა მხრიდან უძრავი ქონებით დაინტერესებულობა ქართული ბაზრისთვის სიახლეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათი რაოდენობა სხვა ქვეყნების მოქალაქეთა რიცხვს აჭარბებს. საერთოდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უცხოელთა მხრიდან. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრება სტაბილურ ქვეყანაში და მანდვე ბიზნესის წარმოება. მოთხოვნა არსებობს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართობებზე“, - აღნიშნა ინაშვილმა. უცხოელთა მხრიდან მოთხოვნის ზრდას უძრავი ქონების სხვა სააგენტოებშიც ადასტურებენ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2960.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.