ეს საინტერესოა: ადამიანები იყენებენ კომპიუტერს ისე, როგორც საკუთარ მეხსიერებას | World News | ||
მეცნიერებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან გაარკვიეს, რომ ადამიანები კომპიუტერსა და ინტერნეტს იყენებენ ისე, როგორც საკუთარ მეხსიერებას. ამისათვის მათ ჩაატარეს ახალი გამოკვლევა მოხალისეთა ჯგუფის მონაწილეობით, რომლებსაც დასაწყისში უნდა ეპასუხათ რამდენიმე შეკითხვაზე ზოგადი ცოდნის განყოფილებიდან, შემდეგ კი სტრუპის ტესტის ერთ-ერთი მოდიფიკაცია გაეარათ. კერძოდ, მოხალისეებს აჩვენებდნენ სიტყვებს, რომლებიც დაბეჭდილი იყო წითელი ან ლურჯი შრიფტით, და ზომავდნენ დროს, რომლებსაც გამომცდელები ფერის დასახელებაზე ხარჯავდნენ. მეცნიერთა დასკვნებით, თუ სიტყვა დაკავშირებული იყო ქსელთან (მაგალითად, საძიებო სისტემის სახელწოდება), მაშინ მოხალისეები მისი ფერის დასახელებაზე ნაკლებ დროს ხარჯავდნენ, რაც, მკვლევარების აზრით, მოწმობს იმას, რომ გამომცდელები ცოდნის შემოწმებისათვის განკუთვნილ შეკითხვებზე პასუხის მომენტის დროს „საძიებო სისტემებზე“ ფიქრობდნენ. კიდევ ერთი ტესტი მოხალისეთა ორ ჯგუფთან ტარდებოდა, რომლებსაც კომპიუტერზე სხვადასხვა ფრაზები უნდა წაეკითხათ და აეკრიფათ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს უთხრეს, რომ ფაილი ტექსტით გარკვეულ საქაღალდეში ინახებოდა, მეორეს კი შეატყობინეს, რომ აკრეფილი ინფორმაცია წაიშლებოდა. შედეგად, ადამიანებმა პირველი ჯგუფიდან თავიანთ მეხსიერებაში ინფორმაცია შეინახეს არა ფრაზების სახით, არამედ უბრალოდ დაიმახსოვრეს მიდი შენახვის ადგილი კომპიუტერის მყარ დისკზე. მოხალისეებმა მეორე ჯგუფიდან, პირიქით, უკეთ დაიმახსოვრეს თავად ფრაზები. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2959.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.