პოლიტიკა: გია ხუხაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია | Georgian News | ||
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია და ამიტომ მისი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთადერთი სტილი სკანდალია, მიაჩნია ექსპერტს გია ხუხაშვილს, იტყობინება “GHN“. „მას პოლიტიკის სხვანაირად კეთების არც მორალური, არც ინტელექტუალური რესურსი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სკანდალი მისი ერთადერთი იარაღია“, - თქვა ხუხაშვილმა სააგენტო “GHN“-თან საუბრისას. რაც შეეხება ოქრუაშვილის მტკიცებებს იმაზე, რომ ლევან გაჩეჩილაძემ „ქართული პარტიის“ გეგმა გაყიდა, ექსპერტი ამას „სასაცილოდ“ მიიჩნევს, ვინაიდან შეუძლებელია, გაჩეჩილაძეს გაეყიდა ის, რაც „ქართულ პარტიას“ არა აქვს. „შეუძლებელია იმის გაყიდვა, რაც არ არსებობს. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რაღაც გეგმა ჰქონდა, არასწორია. მას არანაირი გეგმა ჰქონდა და, შესაბამისად, მას ვერავინ გაყიდიდა. ოქრუაშვილის განცხადება მორიგი პოლიტიკური პროვოკაციაა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მისი სკანდალები საქართველოსთვის უკვე აღარაა საინტერესო. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია და იგი ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. სხვათა შორის, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკაში დაბრუნება ლევან გაჩეჩილაძესაც გაურთულდება“, - თქვა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ ლიდერმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის გეგმა 5 მილიონად ლევან გაჩეჩილაძემ გაყიდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2958.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.