ეკონომიკა: საქართველოში ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს | Business & Economics | ||
პირველად საქართველოში ექსპორტმა 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, როდესაც 2011 წლის პირველი ნახევრის შედეგებზე საუბრობდა. მისი მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში იმპორტი 36%-ით, ხოლო ექსპორტი - 44%-ით გაიზარდა. უშუალოდ ივნისში ექსპორტი 60%-ით გაიხარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან ერთად, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები კვლავაც არიან ევროკავშირი, უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გილაურმა მათ შორის დაასახელა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი. საექსპორტო პროდუქციებს შორის წამყვანი პოზიციები უკავია ავტომანქანების რეექსპორტს. ექსპორტის 23% სწორედ მათზე მოდის. საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში ასევე შედის ფეროშენადნობები, აზოტური სასუქები, ოქრო, ჯართი და გადამუშავებული არმატურა. „ეკონომიკის მთავარ პრობლემას სწორედ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გილაურმა და იმედია გამოთქვა, რომ უარყოფითი ბალანსი თანდათანობით შემცირდება. „ეს დიდ სამუშაოს მოითხოვს, განსაკუთებით, საექსპორტო ბაზარზე“, - აღნიშნა მთავრობის უფროსმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2953.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.