საზოგადოება: ურეკის სასტუმროთა ნაწილი დამსვენებელთა დაბალ რაოდენობას უჩივის | Georgian News | ||
მიმდინარე ტურისტულ სეზონში ურეკის ცნობილ სასტუმროებში სურათი, დატვირთულობის კონტექსტში, განსხვავდება. სასტუმროთა წარმომადგენლები რადიო „კომერსანტს“ უცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს დამსვენებელთა რაოდენობა შემცირდა. სასტუმრო „ალბატროსში“, რომელშიც მხოლოდ მესამედი ნაწილია დატვირთული, ამის მიზეზს ვერ ხსნიან. სასტუმროში სამჯერადი კვებით ფასები 80 ლარს შეადგენს. მათივე თქმით, ანალოგიური სურათია ურეკის სასტუმრობა უმრავლესობაში. ურეკის კიდევ ერთ სასტუმრო „პრაიმში“, რომელიც შარშან გაიხსნა, ტურისტების დაბალ რაოდენობას არ უჩივიან. სასტუმროს წარმომადგენელი ამის მიზეზად კარგად ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს ასახელებს და ეს ითვალისწინებს კლიენტთა დაინტერესებულობაზე მუშაობას ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდში. ამჟამად სასტუმრო „პრაიმი“ 85%-ით არის დატვირთული, აგვისტოში უკვე დაჯავშნილია ნომრების 90%. დამსვენებელთა ძირითად ნაკადს სომხეთისა და აზერბაიჯანის მაცხოვრებლები შეადგენენ. „პრაიმში“ ფასები 100-დან 250 ლარამდე მერყეობს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2951.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.