საზოგადოება: ნორვეგიაში დაკარგული ქართველის ოჯახი სააკაშვილს გოგონას ძებნას თხოვს | Georgian News | ||
ნორვეგიაში, უეტიაში, ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული ქართველი გოგონას თამთა ლიპარტელიანის ოჯახი პრეზიდენტ სააკაშვილს თხოვს დაეხმაროს გოგონას ძებნაში. "მისმა მეგობრებმა მთელი ტერიტოტიაზე განახორციელეს ძებნა, ყველა პროზექტურაში იყვნენ და ჩემი გოგონა ვერ ნახეს. მე ვიცი, რომ შესაძლოა ის წევს საავადმყოფოში, შეიძლება ტყეში დაიმალა და იქ დაიკარგა, შეიძლება ვინმესთან იმალება. მე ვთხოვ პრეზიდენტს, დამეხმაროს ჩემი ერთადერთი შვილი ცოცხალი ვიპოვო"–ამბობს დაკარგული გოგონას დედა ლეილა ასათიანი. მას მიაჩნია, რომ გოგონა შეიძლება ტყვედ იყოს აყვანილი, კუნძულიდან გამქრალ დანარჩენი 30 ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც ამ დრომდე ვერ იპოვეს. "მე ვფიქრობ, რომ ტერორისტს თანამზრახველები ჰყავდა, რომლებსაც შეეძლო ამ ადამიანების გატაცება, რათა ხელისუფელბისაგან რაიმე სახის დათმობა მიიღოს. პარასკევს, 22 ივლისს, ნორვეგიაში ორმაგი ტერაქტი მოხდა. თავიდან ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ოსლოს ცენტრში მთავრობის შენობის კომპლექსში მოხდა, სადაც ნორვეგიის პრემიერის კანცელარია იყო განთავსებული. რამოდენიმე საათის შემდეგ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ნორვეგიის დედაქალაქიდან არც ისე შორს, შრომის პარტიის სამართველო კუნძულ უტეიაში, ახალგაზრდულ ბანაკში ცეცხლი გახსნა. ტერაქტის შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, 76 ადამიანი გარდაიცვალა,დაახლოებით 100 ადამიანი დაიჭრა. ხელისუფლებამ ორივე ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს, ეს 32 წლის ნორვეგიელი ანდრეს ბერინგ ბრეივიკია. მას ბრალი წაუყენეს "ტერორიზმსა და ტერორისტულ საქმიანობის" გამო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2950.html
| |||
Posted by consul | 26 Jul 2011, 19:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.