ეკონომიკა: სააკაშვილმა კომპიუტერების მწარმოებელი პირველი საწარმო გახსნა საქართველოში | Georgian News | ||
დღეს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპიუტერების მწარმოებელი პირველი საწარმო გახსნა. საწარმო კომპანია "ინტელთან" თანამშრომლობის შედეგად აშენდა. როგორც გახსნაზე პრეზიდენტმა განაცხადა, ეს 21-ე საუკუნის პროექტია. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მიიღებს საჩუქრად ნოუთბუქს. ასევე, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ისეთი თაობა გაიზრება, რომელიც სხვაგვარად იფიქრებს. ამ ეტაპზე, საწარმო პირველკლასებისათვის აწყობს კომპიუტერებს და პროგრამულად უზრუნველყოფს. დაგეგმილია,რომ 60 ათასი პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად ნოუთბუქს მიიღებს. კომპიუტერები პირველკლასელებისთვის კომპანია "ინტელთან" თანამშრომლობით, ამავე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფით და სპეციალურად შექმნილი საბავშვო თამაშებით ქართულის სკოლებისთვის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა. ამ დროისათვის საწარმოში დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ხელფასი 500-700 ლარს შეადგენს. საწარმოს წელიწადში მილიონამდე კომპიუტერის შექმნის რესურსი გააჩნია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2947.html
| |||
Posted by consul | 25 Jul 2011, 18:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.