ეკონომიკა: საქართველომ დსთ-ის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა გაზარდა | Business & Economics | ||
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ს ქვეყნებთან იანვარ-ივნისში 1419 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 47 პროცენტით აჭარბებს, მათ შორის ექსპორტმა 502 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა - 917 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვაში აღნიშნული ქვეყნების წილი 34 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ექსპორტში - 48 პროცენტს, ხოლო იმპორტში - 30 პროცენტს. დსთ-ს ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი მოდის. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კვლავ თურქეთია (671 მილიონი დოლარი), აზერბაიჯანი (442 მილიონი დოლარი) და უკრაინა (425 მილიონი დოლარი). 2011 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2945.html
| |||
Posted by Drakula | 25 Jul 2011, 18:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.