ეკონომიკა: სააკაშვილი: ყაზახელმა ინვესტორებმა კურორტ ლიკანის განვითარებას თავი ვერ გაართვეს | World News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დროის განმავლობაში პირველად თქვა, რომ ყაზახელმა ინვესტორებმა, რომლებაც კურორტი ლიკანი იყიდეს, ვერ გაართვეს თავი საკუთარ ვალდებულებებს და კურორტის განვითარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამასთან, სააკაშვილი არ აზუსტებს, ნიშნავს ეს თუ არა, რომ დაიწყებენ ახალი ინვესტორის ძიებას. ყაზახური კომპანია „კაზმუნაი სერვის ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამანჟოლ კუსაინოვი „კომერსანტთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროექტის რეალიზაციას ხელშეწყობას გაუწევს, მაგრამ მისი თქმით პროექტიდან ყაზახური მხარე გამოსლას არ აპირებს და სამუშაოებს გეგმის თანახმად ასრულებს. კუსაინოვმა აღნიშნა, რომ პროექტი მზადაა და ყაზახეთში უნდა დამტკიცდეს. შეკითხვაზე, როდის მიიღებს განახლებული ლიკანი პირველ დამსვენებლებს, მან აღნიშნა, რომ ეს რთული საკითხია და, სავარაუდოდ, კურორტი ფუნქციონირებას ორ წელიწადში დაიწყებს. ბორჯომის ადმინისტრაციის უფროსი არჩილ მიქელაძე ადასტურებს, რომ ლიკანში ახალი არაფერი ხდება და აქ ყოველ თვეს სამუშაოთა დაწყებს ელოდებიან. მისი თქმით, მათ გაჭიანურებას არსებითი ზარალი მოაქვს რეგიონის ტურისტული პოტენციალისთვის. საქართველოს მთავრობამ სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბორჯომი-ლიკანი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კაზმუნაი სერვისს“ 2006 წელს გადასცა. ყაზახები ლიკანისაგან საერთაშორისო მასშტაბის კურორტის გადაქცევას დაპირდნენ, მაგრამ დღემდე არანაირი სამუშაოები არ დაუწყიათ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2944.html
| |||
Posted by Drakula | 25 Jul 2011, 18:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.