ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქის ძებნა გრძელდება | Georgian News | ||
დღეიდან ქართველი გოგონას თამთა ლიპარტელიანის ძებნას, რომელიც ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიკარგა, მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი და ახალგაზრდა სოციალისტების ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი ყველა საავადმყოფოში დაიწყებს. მათ ამაზე ოფიციალური ნებართვა მიიღეს. აქამდე ნათია ჩხეტიანს მხოლოდ პროზექტურაში შესვა შეეძლო, მაგრამ მან დაკარგული თამთას ნახვა იქ ვერ შეძლო. დანიაში საქართველოს კონსულის ნინო ქოჩორაშვილის თქმით, გოგონაზე რამის გარკვევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საქართველოს მოქალაქეს ნორვეგიის სამართადამცველი ორგანოებიც ეძებენ. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გოგონა იპოვონ. იგი ტრაგედის შემდეგ 32 დაკარგულის რიცხვში ითვლება. თამთა ლიპარტელიანის მშობლები იმედს არ კარგავენ, რომ მათი შვილი რომელიმე საავადმყოფოშია, რადგანაც მისმა მეგობარმა იგი გარდაცვლილთა შორის ვერ იპოვა. მეორე გოგონა ნათია ჩხეტიანი ამჟამად ოსლოში იმყოფება. მისი მშობლების თქმით, ის დღეს უნდა ჩამოფრენილიყო საქართველოში, მაგრამ რეისი გადაიდო. ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტენიანი ორგანიზაციის "ახალგაზრდა სოციალისტების" წევრები იყვნენ. ნათია - ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ხოლო თამთა კი საერთაშორისო კომიტეტის მდივანი. სწორედ, ორგანიზაციის რეკომენდაციით გაემგზავრნენ ისინი ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკში დასასვენებლად. შეგახსენებთ, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში 90-ზე მეტი ადამიანი მოკლა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2941.html
| |||
Posted by consul | 25 Jul 2011, 18:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.