ეკონომიკა: საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა | ![]() | World News | |
![]() Moody's-ს კლასიფიკაციაში რეიტინგი “Ca” ნიშნავს, რომ ობლიგაციების ემიტენტი, ჩვეულებრივ, უკვე დეფოლტის მდგომარეობაში იმყოფება. სააგენტოს სკალის მიხედვით „Ca“ ბოლოსწინა რეიტინგია: ამაზე ცუდი მხოლოდ “C“ შეიძლება იყოს. 21 ივლისს, რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ისინი საბერძნეთს ეკონომიკური კრიზისისაგან გადაარჩენენ. ამ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთს მორიგ კრედიტს მისცემენ, მაგრამ ხარჯების ნაწილი კერძო ინვესტორებსაც დაეკისრებათ: მათ შეუძლიათ თავიანთი საბერძნეთის ობლიგაციები დაფარვის ახლო ვადებით გაცვალონ 15-30 წლიან ობლიგაციებზე ან გაყიდონ ისინი 20-პროცენტიანი დისკონტით ნომინალთან. მანამდე სარეიტინგო სააგენტოები აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა საბერძნეთში დეფოლტის შესახებ გამოაცხადებდნენ, თუ კერძო ინვესტორები ქვეყნის გადარჩენის პროცესში იქნებოდნენ ჩართულები. ასე, ივნისის შუა რიცხვებში Standard & Poor's-მა საბერძნეთის რეიტინგი მსოფლიოში ყველაზე დაბალ რეიტინგამდე - “CCC“-მდე დაწია, ივლისში კი სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ შეუძლია დაწიოს საბერძნეთის რეიტინგი RD-მდე (“შეზღუდული დეფოლტი“). მიუხედავად ამისა, ევროკავშირში, აამოქმედეს რა კერძო ინვესტორები საბერძნეთის გადარჩენის პროცესში, გადაწყვიტეს, სარეიტინგო სააგენტოებისათვის ყურადღება არ მიექციათ. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ასეთი სახის კრიზისულ სიტუაციებზე სააგენტოების გავლენა შეზღუდული უნდა იყოს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2937.html
| |||
Posted by Drakula | 25 Jul 2011, 10:43 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.