მეცნიერება-ტექნოლოგიები: აბასთუმანში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა | Georgian News | ||
გუშინ 23 ივლისს, სამეცნიერო სკოლების დაახლოებით 30 მოსწავლე ჩამოვიდა აბასთუმანში გახსნილ პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. 23-დან 30 ივლისის ჩათვლით მოსწავლეთა დასვენება ორგანიზებულია „ქართული სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსით“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განხორციელებულია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტთა ერთობლივი ინიციატივის რეალიზაციის ფარგლებში, რომელიც ქართული და სომხური სამეცნიერო სკოლების პარტნიორობას ეხება. საზაფხულო სკოლა მესამე საფეხურის მოსწავლეებზეა (15-17 წლის ასაკისა) გათვლილი. საზაფხულო ბანაკი საქართველოს და სომხეთის ფიზიკურ-მათემატიკური სკოლების საუკეთესო მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. საზაფხულო სკოლის პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საგანმანათებლო-შემეცნებით აქტიურობას, ერთობლივი პროექტის ინიცირებასა და ინტერკულტურულ ურთიერთობებს. საგანმანათებლო-შემეცნებითი აქტიურობის ფარგლებში მეცნიერები დამატებით ცოდნას მიიღებენ ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. პროექტის კოორდინატორები აღნიშნავენ, რომ მომავალში მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება და ქართულ და სომხურ მოზარდებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი და უკრაინელი მოზარდებიც. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2934.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jul 2011, 19:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.