ეკონომიკა: ევროკავშირმა ბათუმში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 4 მლნ ევრო გამოჰყო | Georgian News | ||
ევროკავშირმა საქართველოს 4 მილიონი ევრო გამოუყო ბათუმსა და მის შემოგარენში წლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. დოკუმენტი ხელმოწერილი იქნა პარასკევს, ბათუმში საქართველოს ვიცე–პრემიერს, ევროპული და ევროატლანტიური ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს და გაფართოებისა და მეზობლობის ევროპული პოლიტიკის ევროკომისარს სტეფან ფულეს მიერ. ვიცე–პრემიერის პრესს–სამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა უკვე გამოყოფილის დამატებით გრანტს წარმოადგენს და საერთო ჯამში 28 მლნ ევროს შეადგენს, რომელიც ბათუმსა და მისი შემოგარენში წყლის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იქნა გამოყოფილი. პროექტი, რომლის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, 2012 წლის დასაწყისში დასრულდება. პროგრამის თანადამფინასებელია ევროკავშირი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი და საქართველოს ხელისუფელბა. 2008 წლიდან ბათუმში უკვე განხორციელდა მაგისტრალების შეცვლის, წყლის სამომხმარებლო სისტემებისა და კანალიზაციის სამუშაოები. ასევე განახლებული იქნა წყლის მაგისტრალების ხაზები, რომლებიც ქალაქიდან მის შემოგარენში გადის. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის სატუბ სადგურებში მიმდინარეობს, შენდება ახალი წყლის რეზერვიუარი, რომლის სიმძლავრე 10 ათასი კუბი მეტრია და ასევე მიმდინარეობს ორი საფილტრაციო სადგურის აღდგენა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2927.html
| |||
Posted by consul | 22 Jul 2011, 19:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.