aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: უგულავა: თბილისი რეგიონის ტურისტული ცენტრი იქნება Georgian News  Georgian News 
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თბილისში სერიოზული საავტომობილო საცობები არ წარმოქმნილა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ რუსულენოვან ჟურნალ „Business Time Georgia“-სთვის ინტერვიუში განაცხადა.



„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში სისტემატიური საცობების პრობლემები არაა. თუ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ჩვენს დედაქალაქში ავტომანქანების რაოდენობა ნაკლებია“, - აღნიშნა მერმა. მაგრამ, მისი თქმით, დედაქალაქში მწვავედ დგას პარკირების პრობლემა, ვინაიდან ტრანსპორტის ღამისა და დღის კონცენტრაცია ძალიან არადაბალანსებულია.


„დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი ავტომობილი გროვდება, ვინაიდან მანდ ოფისების უმრავლესობაა განთავსებული. ამ თვალსაზრისით ბიზნეს-ცენტრების განლაგების დივერსიფიკაცია არის საჭირო, რათა ცენტრალური ქუჩები გათავისუფლდეს“, - განაცხადა უგულავამ.


მისი თქმით, გზის ინფრასტრუქტურაზე დადებით გავლენას მოახდენს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რითაც 100 ჰექტარი მიწა გათავისუფლდება. მერის შეფასებით, შუქნიშნების სისტემის ერთიანი მენეჯმენტი 10-20 პროცენტით გააუმჯობესებს საავტომობილო მოძრაობას.


„ჩვენ მიწისქვეშა გარაჟების მშენებლობას ვგეგმავთ, ასევე ვაკონტროლებთ მსგავსი ავტოსადგომების არსებობას ახალ მშენებარე შენობებში. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია მოცემულ სფეროში გამოსწორდება“, - განაცხადა მერმა.
იგი საავადმყოფოების პრივატიზაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კლინიკების პრივატიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა 2 წელიწადში დასრულდება და ყველა ქალაქის საავადმყოფო ევროპული სტანდარტისა იქნება.


„რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ თბილისი რეგიონალური ტურისტული და, გარკვეულ წილად, ფინანსური ცენტრი იქნება. რეგიონში ფინანსური თვალსაზრისით, ცხადია, აზერბაიჯანი ლიდერობს. მაგრამ თუ ბაქო გახდება ქალაქი, სადაც მარტივად შეიძლება ფულის გამომუშავება, თბილისში მარტივი იქნება მისი დახარჯვა. ჩვენი დედაქალაქი ძალიან კომფორტული და ინფრასტრუქტურულად გამოსწორებული ქალაქი“, - განაცხადა უგულავამ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2925.html
Posted by Drakula | 22 Jul 2011, 19:22 | News »
 

"ეკონომიკა: უგულავა: თბილისი რეგიონის ტურისტული ცენტრი იქნება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian