საზოგადოება: ოპოზიცია სამარშუტო ტაქსების ხელახალ ტენდერს ითხოვს | Georgian News | ||
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სამარშუტო ტაქსების ხელმეორე ტენდერს ითხოვს. ამ მოთხოვნამ მწვავე დეპატები გამოიწვია როგორც ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, დრომ გვიჩვენა, რომ სამარშუტო ტაქსების ბაზარზე ერთი მონოპოლისტი არსებობს, რომლის ერთადერთ მიზანს კერძო, კომერციული ინტერესების და სწრაფი გამდიდრების სურვილის დაკმაყოფილება წარმოადგენს, რომელმაც თავის მხრივ მგზავრობის გაძვირება გამოიწვია. "აღნიშნული მდგომარეობა სამარშუტო ტაქსების მძღოლებსაც უქმნის პრობლემებს, მონოპოლისტი აიძულებს მათ გაზარდოს ფასები, და ამაში ისევ მძღოლებს ადანაშაულებენ"–აღნიშნა მან. გაბუნიამ უმრავლესობას მოუწოდა, ხელახლა ჩაატაროს ტენდერი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს უმცირესობა ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შესაბამება ჩატარებული ტენდერის პირობები დღეს არსებულ მდგომარეობას. ასევე, ოპოზიციაში გამოხატავენ უკმაყოფილებას მძღოლების დასაქმების შეთანხმებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ამით მძღოლების უფლებები ირღვევა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2921.html
| |||
Posted by consul | 22 Jul 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.