aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: TIG: ქართული მართლმსაჯულება კვლავ არ სარგებლობს ნდობით Georgian News  Georgian News 
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს მიერ ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.



გამოკვლევაში მონაწილეობდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანამშრომლები სომხეთსა და აზერბაიჯანში. გამოკვლევის მიზანი იყო შეფასება იმისა, თუ როგორ ასრულებს საქართველო მოქმედებათა გეგმას ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.


ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 22 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შედგა, გაანალიზებულია სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა, საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა. ანგარიში ეფუძნება კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილებებს 2010 წლის განმავლობაში.


ორგანიზაციის წარმომადგენლის მარი გაბედავას თქმით, მათ მიერ გაკეთებული ანალიზი მოწმობს, რომ სასამართლო ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის არასაკმარისი დამოუკიდებლობა საქართველოში მმართველობის სისტემას ასუსტებს.


ანგარიშში აღნიშნება, რომ 2009 წელთან შედარებით ერთადერთი პოზიტიური ცვლილება არის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შემოღება.


სასამართლო სისტემა კვლავაც მოსახლეობის ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს, თუმცა კორუფციისა და მექრთამეობის ფაქტები მასში იშვიათად ფიქსირდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიზირებული რჩევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრების ნახევარზე მეტს სასამართლო ხელისუფლებების ყოფილი წარმომადგენლები შეადგენენ.


ანგარიშში ასევე აღნიშნულია საჯასო სამსახურის პოლიტიზაცია და მისი არასაკმარისი დამოუკიდებლობა, აგრეთვე ის, რომ თანამდებობზე დანიშვნის საკითხები უკიდურესად სუბიექტურად წყდება. ამასთანავე, აღინიშნება კორუფციასთან ბრძოლის გარკვეული პროგრესიც.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწდებს მთავრობას, გაზარდოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა, გააუმჯობესოს დისციპლინარული პროცედურების ადმინისტრირება, გააუმჯობესოს მოსამართლეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწვდომობა, ასევე შეიმუშავოს და დაამტკიცოს საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2920.html
Posted by Drakula | 22 Jul 2011, 19:19 | News »
 

"საზოგადოება: TIG: ქართული მართლმსაჯულება კვლავ არ სარგებლობს ნდობით" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian