პოლიტიკა: სააკაშვილი საქართველოს ნაბიჯებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით | Georgian News | ||
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამის შესახებ 22 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ მონაწილეების წინაშე გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა. პრეზიდენტის თქმით, ეს კეთდება არა იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეს საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირმა. „ეს ქართული ხალხის არჩევანია. მე ოპტიმისტი ვარ, რადგან ჩვენ ევროპული ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით უზარმაზარი პროგრესი გვაქვს, თუნდაც ბოლო თვეებში“, - აღნიშნა მან. სააკაშვილის თქმით, 2011 წლის დასაწყისიდან ევროკავშირთან თანამშრომლობაში კარგი დინამიკა გაჩნდა. „საქართველო წარმატებულია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში და წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმების პირობებს“, - თქვა მან. კონფერენციაზე ასევე ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხების ევროკომისარი შტეფან ფიულე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. „ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, როგორ ვითარდება საქართველო სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ქვეყანა სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ“, - თქვა ფულიემ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2918.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jul 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.