პოლიტიკა: საქართველოს ვიცე-პრემიერი შტეფან ფიულეს შეხვდა | Georgian News | ||
ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში ევროკავშირის როლის გაძლიერების საკითხები დღეს, 22 ივლისს, ბათუმში საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის საკითხების ევროკომისარმა შტეფან ფიულემ განიხილეს. როგორც ვიცე-პრემიერის აპარატში იტყობინებიან, მხარეებმა აღნიშნეს კონფლიქტის დარეგულირების აუცილებლობა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით. მხარეებმა ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების აქტუალური პრობლემები განიხილეს. მათ შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ევროკავშირის მეზობლობის პოლიტიკის შესრულების, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე რეფორმების საკითხები, ევროკავშირში საქართველოს ასოცირებული წევრობის ფარგლებში მოლაპარაკებათა მსვლელობა, თავისუფალ და ყოვლისმომცველ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. ფიულემ და ბარამიძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხები განიხილეს. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ევროკავშირის როლის აქტივიზაციის მნიშვნელოვნობა აღნიშნეს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2917.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jul 2011, 19:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.