aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ისრაელი ბიზნესმენების გამო საქართველოს ხან ყვითელ, ხან წითელ ბარათსუჩვენებს Georgian News  Georgian News 
ის, რომ ისრაელმა კვლავ შეიყვანა საქართველო სტუმრობისთვის საშიში ქვეყნების სიაში, უკავშირდება იმ ბიზნესმენთა საქმეს, რომლებიც საქართველოში ციხეში სხედან, ასევე იმას, რომ თელ-ავივი ვერ ხედავს პროგრესს მათი გათავისუფლების პროცესში, მიაჩნია უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს, იტყობინება “GHN“.



„დავსვათ ლოგიკური შეკითხვა: საერთოდ რატომ შეგვიყვანა ისრაელმა საშიში ქვეყნების სიაში და რატომ ამოგვშალა მერე? აშკარაა, რომ ეს უკავშირდება კონფლიქტს, რომელიც ისრაელსა და საქართველოს შორის ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ წარმოიშვა. სავარაუდოდ, ისრაელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებებთან ამ საკითხის თაობაზე მოლაპარაკებები წარმოებს. როგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი გარკვეულ შედეგებს აღწევენ, ზოგიერთში - არა და სწორედ იმის შესაბამისად, თუ როგორ მუშაობს შეთანხმება სკალა, ისრაელი ხან ყვითელ, ხან წითელ ბარათს აჩვენებს“, - თქვა სესიაშვილმა “GHN“-თან საუბრისას.


მისი თქმით, საშიში ქვეყნების სიაში საქართველოს დაბრუნების ახსნა სხვა მიზეზით შეუძლებელია, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში სიტუაცია არ შეცვლილა.


„ისეთი არაფერი შეცვლილა, რის გამოც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოში უსაფრთხოების რისკ-ფაქტორები გაიზარდა, სცემეს ან მოკლეს ისრაელის მოქალაქე, ანაც გამოჩდნენ თალიბები ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები... ასეთი არაფერია. დღეს ისევ ისაა, რაც გუშინ იყო. ჩვენ ამას ვხედავთ და ებრაული სპეცსამსახურები კიდევ უფრო მეტს ხედავენ, ვინაიდან ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია კონფლიქტთან, რომელიც ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან ერთად დაიწყო“, - თქვა ექსპერტმა.


შეგახსენებთ, რომ ისრაელმა კვლავ შეიყვანა საქართველო საშიში ქვეყნების სიაში და მოქალაქეებს ურჩია, არ ესტუმრონ ამ ქვეყანას.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2916.html
Posted by Drakula | 22 Jul 2011, 19:16 | News »
 

"პოლიტიკა: ისრაელი ბიზნესმენების გამო საქართველოს ხან ყვითელ, ხან წითელ ბარათსუჩვენებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian