ეს საინტერესოა: იტალიაში სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს | World News | ||
ოთხშაბათს, 20 ივლისს, იტალიელმა ექიმებმა გულმკერდის არეში შეზრდილი სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაციის განხორციელება გადაწყვიტეს. ოპერაცია უახლოეს მომავალში წმინდა ურსულას კლინიკაში ჩატარდება, რომელიც ქალაქ ბოლონიაში მდებარეობს. როგორც იტალიური გაზეთი Corriere della Seraიტყობინება, ექიმებისათვის ეს მარტივი ოპერაცია არ იქნება. ერთი მხრივ, გოგონებს ორისთვის განკუთვნილი ერთი გული და ერთი ღვიძლი აქვთ, მაგრამ მათი ოპერირება ახლა არ შეიძლება, ვინაიდან ისინი რამდენიმე დღის წინ დაიბადნენ და ბავშვები ოდნავ უნდა წამოიზარდნონ და წონაში მოიმატონ. ამჟამად ახალდაბადებულთა მდგომარეობა შეფასებულია როგორც კარგი. მეორე მხრივ, სამომავლო ოპერაციის სირთულე ეთიკური საკითხის გადაჭრაში მდგომარეობს. ტყუპების განცალკევების შემდეგ მათგან მხოლოდ ერთი შეძლებს გადარჩენას. ხოლო იმას, თუ კერძოდ ვინ იქნება ეს, გადაწყვეტს ბოლონიის პოლიკლინიკის ეთიკის კომიტეტი. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, აპენინის ნახევარკუნძულზე სიამის ტყუპები საერთო გულით საკმაოდ იშვიათად იბადებიან. ბოლო ასეთი შემთხვევა იტალიაში ათი წლის წინ დაფიქსირდა. მაშინ პალერმოში გაჩნდნენ დები სარა და მარია-ელეონორა ერთი გულით. მათ რამდენიმე ეტაპიანი რთული ოპერაცია უნდა გადაეტანათ, მაგრამ გოგონებმა მანამდე ვერ იცოცხლეს და ორი თვის ასაკში გარდაიცვალნენ. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2914.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jul 2011, 19:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.