ეკონომიკა: სათამაშო აპარატებით აღჭურვილი სალონების მფლობელები თბილისში 1 მილიონ ლარს გადაიხდიან | Business & Economics | ||
სათამაშო აპარატების მქონე სალონის შექმნის ერთ წლიანი ნებართვა 1 მილიონი ლარი ეღირება, იუწყება “GHN“. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ. არსებული ნორმის თანახმად, ერთ წლიანი ლიცენზია თბილისისთვის, რუსთავისთვის, ქუთაისისთვის, ფოთისთვის, ბათუმისთვის 20 000 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვა ტერიტორიაზე - 12 000 ლარს. პარლამენტის 24 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სათამაშო სალონის ლიცენზიის ნებართვა 50 000-დან 1 მლნ ლარამდე ეღირება. ახალი ნორმის თანახმად, პირმა, რომელსაც თბილისში კაზინოს მოწყობის უფლება აქვს, სალონის სათამაშო ავტომატებით აღჭურვის შემთხვევაში, ლიცენზიისთვის 100 000 ლარი უნდა გადაიხადოს. თბილისის ტერიტორიაზე სალონის გახსნის ნებისმიერმა მსურველმა ლიცენზიისთვის 1 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში - 200 000 ლარი, 100 000 ლარი ფოთის ტერიტორიაზე, სხვა ქალაქებში - 50 000 ლარი. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2912.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jul 2011, 19:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.