საზოგადოება: ილიაII ჟურნალისტებს: ხალხი ნეგატივისგან დაიღალა | Georgian News | ||
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას დაიჩივლა იმის შესახებ, რომ ჟურნალისტები უმეტეს შემთხევაში ნეგატიურ ინფორმაციას აშუქებენ. "უმეტეს შემთხვევაში რატომ აშუქებენ ნეგატიურ ინფორმაციას?" - ჟურნალისტებს შეეკითხა ილია მეორე. "უმეტესად ინფორმაცია ცუდ შემთხვევებს ეხება და ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივის მოსმენით"–აღნიშნა ილია მეორემ და ჟურნალისტებს თხოვა დადებით მოვლენებზეც წერონ. კათალიკოს–პატრიარქი შეხვედრის მთავარ საკითხსაც შეეხო–ფოტოგრაფების დაკავებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს საქმე დადებითად დასრულდება. "თქვენ აქ მოხვედით იმ კითხვით, რომელიც მთელ საქართველოს აწუხებს და ეხება იმ ხალხს, რომლებსაც მოღალატეები უწოდებს. მე გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ღმერთის წყალობით ეს საქმე დადებითად დასრულდება"–განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორეს ჟურნალისტებთან შეხვედრა 10–15 წუთი გაგრძელდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2909.html
| |||
Posted by consul | 21 Jul 2011, 19:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.