ეს საინტერესოა: ამერიკელმა მოსწავლეებმა რუქაზე აშშ ვერ აჩვენეს | World News | ||
აშშ-ის განათლების სამინისტროს გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელ მოსწავლეთა დიდი ნაწილი თავისი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ცუდად არის გათვითცნობიერებული. ამის შესახებ 19 ივლისს Bloombergიტყობინება. კერძოდ, გამოკვლევათა შედეგების თანახმად, რომლებიც მე-4, მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეთა შორის ტარდებოდა, მეოთხეკლასელთა მხოლოდ ნახევარმა შეძლო სწორად განელაგებინა კლებადი თანამიმდევრობით ჩრდილოეთ ამერიკის, აშშ-ის, კალიფორნიისა და ლოს-ანჯელესის ფართობები. ასევე აღმოჩნდა, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის მესამედზე ნაკლებს აქვს ამ თვალსაზრისით ცოდნა „საშუალოზე მაღალ“ დონეზე და მხოლოდ რამდენიმე პროცენტმა იცის იგი სრულყოფილად, მაშინ, როცა მოსწავლეთა 20-დან 30 პროცენტამდე გეოგრაფიას საბაზისო დონეზეც კი არ ფლობენ. აშშ-ში მეოთხეკლასელებისათვის „საშუალოზე მაღლა“ დონეზე გეოგრაფიის ცოდნად მიჩნეულია, მაგალითად, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის მეთოდების დასახელების უნარი, მერვეკლასელთათვის - ინდოეთში მუსონების ეფექტის შეფასება, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის - მოსახლეობის ბუნებრივი ნაზარდის მიზეზების ახსნა. როგორც მკვლევარებს მიაჩნიათ, გეოგრაფიის ცუდი ცოდნის ერთ-ერთი მიზეზი ახალი ტექნოლოგიებია. კერძოდ, GPS-მოწყობილობების საყოველადგილო გამოყენების გამო, გეოგრაფიული რუქებიდან ინფორმაციის წაკითხვის უნარმა ბოლოს დროს თავისი აქტუალურობა დაკარგა. გამოკვლევისათვის მონაცემთა საფუძვლად აღებულ იქნა კერძო და სახელმწიფო სკოლების 26.5 ათასი მოსწავლის შარშანდელი ტესტების შედეგები. სასკოლო საგნების ცოდნების გამოკვლევები აშშ-ში ყოველწლიურად ტარდება, ამასთან სხვადასხვა წლებში სხვადასხვა საგნები გამოიკვლევა. გეოგრაფია გამოკვლევადი საგნების სიაში ბოლოს 2001 წელს მოხვდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2905.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jul 2011, 19:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.