პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მშენებლობა რუსეთის მიერ შექმნილ მონობის არქეტიპს ანგრევს | Georgian News | ||
საქართველოში რუსეთის მიერ შექმნილ მონების კლასიკურ არქეტიპად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ ჟურნალისტებს მიიჩნევს, რომლებიც ქვეყანაში მშენებლობის პროცესს ვერ ამჩნევენ, იტყობინება “GHN“. „მინდა ვაჩვენო და წავიკითხო, თუ რას წერენ ქართველები საქართველოს განვითარების შესახებ - მე ეს ამოვარჩიე ერთ-ერთ დაბალტირაჟიანი ფერადი ჟურნალიდან: „ის მიდგომა, რომ ჩვენ აღმაშენებლის პროსპექტი პარიზად, ან მესტია - შვეიცარიად უნდა ვაქციოთ - ციხეა. რამდენი მანსარდაც არ უნდა აშენონ აღმაშენებლის პროსპექტზე, მისგან პარიზი ვერ გამოვა. თუ ჩვენს ძველ, ნესტიან, „ყავით“ გაჟღენთილ ბათუმში ათობით პაიცას ააშენებენ, მისგან არც ნიცა და არც რომი გამოვა. და ვის სჭირდება ეს არქიტექტურული ბიჟუტერია. ამის დანახვა არ მსურს, ამიტომ სიღნაღის სტუმრობაზე უარს ვამბობ“. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: ეჰ, შენ! აღარაფერს ვამბობ იმის გონებრივ შესალებლობებზე, ვინც ეს დაწერა - ნამდვილად არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ ის ხომ თავის თავს განათლებულად მიიჩნევს და იგი მონების კლასიკური არქეტიპია, რომელმაც რუსეთმა საქართველოში შექმნა“, - თქვა სააკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „რედისონის“ გახსნაზე. სახელმწიფოს პირველი პირის აზრით, „რედისონის“, „შერატონის“ მსგავსი სასტუმროები და სხვა მშენებლობები, რომლებიც საქართველოს წარმოებს, ანგრევს ფსიქოლოგიას იმაზე, რომ „ჩვენ ყველაზე უბედურები, ყველაზე ჩამორჩენილები, ყველაზე უშნოები, ყველაზე გამოუსწორებლები ვართ“. „ამ ფსიქოლოგიას ანგრევს ის მშენებლობა, რომელიც დღეს საქართველოში ტარდება. მონური ფსიქოლოგია ინგრევა ნებისმიერი ახლით საქართველოში, იმ მშენებლობით, რომელიც ბათუმშია“, - თქვა სააკაშვილმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2902.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jul 2011, 19:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.