ეს საინტერესოა: შექმნილია ჭკვიანი საწოლი საავადმყოფოებისთვის | World News | ||
შვეიცარიაში გამოიგონეს საწოლი, რომელიც საჭირო დროს აბრუნებს საწოლთან მიჯაჭვულ პაციენტებს, რითაც მათ ნაწოლებს არიდებს. ინოვაციური საავადმყოფოს საწოლი აღჭურვილია სპეციალური ლეიბით, რომელიც მთლიან მოქნილ კარკასზე არის მოთავსებული. ზოგ ადგილას ჩაზნექითა და ზოგ ადგილას ამოშვერით ლეიბი პაციენტს, ფაქტობრივად, სხვადასხვა პოზებში აწვენს, რომლებიც ჯანმრთელი ძილისთვისაა დამახასიათებელი. ამას გარდა, იგი ეხმარება ექთნებს ხშირად და უმტკივნეულოდ გადააბრუნონ საწოლთან მიჯაჭვულები, რათა ნაწოლების წარმოქმნას არ ჰქონდეს ადგილი, იტყობინება compulenta.ru. აღნიშნული მოწყობილობა გამოიგონა შვეიცარელმა მეცნიერმა მიქაელ ზაუტერმა. ამ წლის იანვარში მისმა კომპანიამ შემუშავებული მოწყობილობის დემონსტრაცია მოახდინა ბაზელის ღონისძიებაზე Fachkongress Alter 2011. მაისში compliant concept-მა ერთი მილიონი შვეიცარული ფრანკის ოდენობის ინვესტიციები მოიზიდა. ამას წინათ ზაუტერმა თავისი პროექტით რიგი ამერიკული კლინიკები დააინტერესა, რომლებისთვისაც ასეთი გადაწყვეტა შეიძლება ნამდვილი პანაცეა გახდეს. აშშ-ში ყოველწლიურად ნაწოლების გამოვლენის დაახლოებით 2.5 მლნ შემთხვევა რეგისტრირდება და თითოეულის მკურნალობა საშუალოდ 43 ათასი დოლარი ჯდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2900.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jul 2011, 20:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.