მეცნიერება-ტექნოლოგიები: ყველა არააფრიკელი ნეანდერტალელთა შთამომავლებად აღიარეს | World News | ||
ყველა ადამიანი, რომელსაც არააფრიკული წარმომავლობა აქვს, ნეანდერტალელთა შთამომავალია. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების დიდი რაოდენობიდან ადამიანების X-ქრომოსომებს აანალიზებდნენ. მეცნიერთა ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალ Molecular Biology and Evolution-ში, ხოლო მისი მოკლე შინაარსი მოყვანილია პორტალზე Discovery News. Homo neanderthalensis დაHomo sapiensახლონათესაური სახეობებია და მეცნიერები უკვე დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ისინი შესაძლოა ერთმანეთთან ჯვარდებოდნენ. ორივე სახეობა აფრიკაში გაჩნდა. მიჩნეულია, რომ H. neanderthalensis-ის წინაპრებმა ეს კონტინენტი 400-800 ათასი წლის წინ დატოვეს. ამასთან, H. sapiens-ის წინაპრები აფრიკიდან გავიდნენ და სხვა ტერიტორიებზე დასახლება სადღაც 80-50 ათასი წლის წინ დაიწყეს. შესაბამისად, დაახლოებით 30 ათასი წლის წინ ნეანდერტალელთა გაუჩინარების მომენტამდე ორივე სახეობა დიდი ხნის განმავლონაში ერთად არსებობდა. ახალი ნაშრომის ავტორები ამოწმებდნენ, ჯვარდებოდნენ თუ არა ერთმანეთს შორის თანამედროვე ადამიანები და ნეანდერტალელები, რისთვისაც ხუთივე კონტინენტის მაცხოვრებელი ქალების ქალის სასქესო ქრომოსომის დნმ-ის თანამიმდევრობას იკვლევდნენ. საერთო ჯამში მკვლევარებმა 6092 ქრომოსომა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ საშუალოდ არააფრიკული წარმომავლობის თანამედროვე ადამიანების X-ქრომოსომაზე მოდის არაანდერტალული დნმ-ის დაახლოებით ცხრა პროცენტი. ეს შედეგები მიუთითებს, რომ H. neanderthalensis დაH. sapiensჯვარდებოდნენ ერთმანეთში უკვე მას შემდეგ, რაც ორივე სახეობამ აფრიკა დატოვა. ახალი ნაშრომის შედეგები მანამდე ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს ადასტურებს: ნეანდერტალელის დნმ-ის სრული თანამიმდევრობის გაშიფვრის შედეგებით მეცნიერებმა, სვანტე პააბოს ხელმძღვანელობით, დაასკვნეს, რომ H. neanderthalensisთანამედროვე ადამიანებთან ჯვარდებოდნენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2899.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jul 2011, 20:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.