საზოგადოება: პატიმრებს სხვადასხვა პროფესიების მიღება შეეძლებათ | Georgian News | ||
საპატიმროებში პროფესიული განათლების სისტემის დანერგვის მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა. როგორც საქმიან შეხვედრაზე აღინიშნა, უმაღლესი სასწავლებლები სხავდასხვა პროფესიებს ასწავლიან პატიმრებს მას შემდეგ, რაც პენიტენიციალურ სისტემაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაინერგება. მსაჯავრდებულები სხვადასხვა ხელობას დაეუფლებიან, ბუღალტერიას, მენეჯმენტს და უცხო ენებს. კურსის დამთავრების შემდეგ სერთიფიკატებს მიიღებენ. მინისტრის განცხადების თანახმად, მსჯავრდებულებს შეეძლებათ სასჯელის მოხდის შემდეგ ამ პროფესიით ისარგებლონ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსთაველის №16 კოლონიაში განხორციელდება, ხოლო წლის განმავლობაში მსგავსი შენობები სხვა საპატიმროებშიც გამოჩნდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2896.html
| |||
Posted by consul | 20 Jul 2011, 20:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.