ეკონომიკა: ყოველწლიურად სომხეთიდან საქართველოში 400 მლნ დოლარი გაედინება | Business & Economics | ||
სომხეთიდან საქართველოში კაპიტალის ყოველწლიური გადინება 400 მლნ დოლარს შეადგენს, მხოლოდ ტურისტული სეზონების პერიოდში გადინება 100 მლნ დოლარია, დანარჩენი 300 მლნ დოლარი კი ბიზნეს-კაპიტალია. ამის შესახებ დღეს, 20 ივლისს, მოსკოვი-ერევნის ტელეხიდის დროს ანალიტიკურ ცენტრ „ალტერნატივას“ უფროსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ტატულ მანასერიანმა განაცხადა. მისი თქმით, მრავალ შემთხვევაში გადინებადი კაპიტალი გვერდს უვლის საბანკო სისტემას და ამ მიზეზით ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება. რუსეთის საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სერგეი გრიგორიანის შეფასებით, კაპიტალის გადინებას სერიოზული მასშტაბები რუსეთშიც აქვს. კერძოდ, 2010 წელს რუსეთიდან კაპიტალის წმინდა გადინებამ 27 მლრდ დოლარი შეადგინა, 2009 წელს - 44 მლრდ. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და, პროგნოზების მიხედვით, 2011 წლის ბოლოსთვის გადინების მოცულობა 35 მლრდ დოლარს მიაღწევს. ტელეხიდის მონაწილეთა აზრით, კაპიტალის გადინების ძირითადი მიზეზია ბიზნეს-გარემოს არამიმზიდველობა - ბიუროკრატიული ნიშნების არსებობა, კორუფცია, ნაკლოვანებების მქონე კანონმდებლობა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2891.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jul 2011, 12:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.