პოლიტიკა: პუტინმა გააფრთხილა სააკაშვილი და უთხრა - „მზად იყავი“ | Georgian News | ||
თავისი პრეზიდენტობის დროს ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესაძლო გამწვავების შესახებ აფრთხილებდა. ამის შესახებ ნათქვამია Wikileaks-ზე გამოქვეყნებულ მორიგ მასალებში, იტყობინება “GHN“. Wikileaks-ის ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა თბილისში მყოფი აშშ-ის საელჩოსაგან ვაშინგტონში მიმართული მორიგი წერილი, რომელშიც აღწერილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დამხმარის მოადგილეს თინა კეიდენაუს შორის საუბრის შინაარსი. „სააკაშვილმა განუცხადა (თინა) კეიდენაუს, რომ იგი იმედოვნებს, რომ აშშ არ უყურებს კონფლიქტებს, როგორც სამუდამოდ გაყინულებს; მისი თქმით, სიტუაცია კვლავ გაურკვეველია. მისი თქმით, 14 სექტემბერს (2009 წ.) ზუგდიდში მომხდარი აფეთქება არასტაბილურობის დადასტურებაა. იმ ზეწოლის მაგალითის სახით, რომლის განხორციელებაც, სააკაშვილის აზრით, რუსეთს სურს, მან (სააკაშვილმა) კეიდენაუს მოუყვა იმ გულწრფელი საუბრის შესახებ, რომელიც 2008 წლის თებერვალში რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუნტინთან ჰქონდა. სააკაშვილის თქმით, პუტინმა მას უთხრა „მზად იყავი“, ვინაიდან აშკარაა, რომ დასავლეთი კოსოვოს აღიარებას აპირებს. პუტინმა სიტყვა გადაუკრა, რომ თუ საქართველო ნატოსთან დაახლოებისაგან თავს შეიკავებს, მაშინ რუსეთმა შესაძლოა არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სააკაშვილის მტკიცებით, იმის გამო, რომ რუსეთს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები აქვს, ეს პუტინს დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოწვევებს უქმნის და კონკრეტულად მან ახსენა რუსეთის ბოლო თვეების განმავლობაში გაძლიერებული ყოფნა თურქმენეთში. მან თქვა, რომ „რუსეთს სურს ჩვენ გარშემო ყველა მხრიდან ალყა დახუროს“, - ნათქვამია წერილში. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2890.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jul 2011, 12:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.